ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვროკავშირი სირიის ახალ ხელისუფლებასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს დააყენებს - Palitra News

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვროკავშირი სირიის ახალ ხელისუფლებასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს დააყენებს

2026-09-15 20:47:46+04:00

ევროკავშირი სირიის ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს დააყენებს. ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისგან მიღებულ წერილშია ნათქვამი. კოალიციის ინფორმაციით, წერილი მათ მიმართვის პასუხად გაიგზავნა. ფონ დერ ლაიენი ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკომისია სირიის ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების საკითხს დააყენებს. კოალიციაში ამ პოზიციას მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ.