„ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატის მხარდაჭერის მიუხედავად, პარლამენტმა ფრაქციის „საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო. - Palitra News

„ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატის მხარდაჭერის მიუხედავად, პარლამენტმა ფრაქციის „საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო.

2026-09-15 20:48:47+04:00

„ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატის მხარდაჭერის მიუხედავად, პარლამენტმა ფრაქციის: „საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო. სხდომა მმართველი გუნდისა და „გახარია - საქართველოსთვის“ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ინიციატივა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენას ითვალისწინებდა. საყურადღებო ისაა, რომ გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივას მხარი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა - თეა წულუკიანმა, ირაკლი კირცხალიამ, თორნიკე ბერეკაშვილმა, ისკო დასენმა, ზაალ დუგლაძემ, ვახტანგ თურნავამ, სამველ მანუკიანმა, გურამ მაჭარაშვილმა, ანტონ ობოლაშვილმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, ეკა სეფაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა, გოდერძი ჩანქსელიანმა, ვასილ ჩიგოგიძემ, გივი ჭიჭინაძემ და გიორგი ჭყონიამ დაუჭირეს. საბოლოოდ, ინიციატივას 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 16 წინააღმდეგ წავიდა და კანონპროექტი ჩავარდა.