რუსეთ-უკრაინის ომში ახალი დარტყმების ფონზე ვაშინგტონი ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერებას ცდილობს. დონალდ ტრამპის განცხადებით, მოსკოვი და კიევი ამ საკითხზე შეთანხმდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკი კი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის მხოლოდ სიტყვიერი დაპირება საკმარისი არ არის. პარალელურად, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის შენარჩუნებას ცდილობს. ამ ფონზე მთავარი შეკითხვებია, რა ვითარებაა ფრონტზე და რამდენად რეალურია ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერების შეთანხმება.