„გახარია საქართველოსთვის“ პარტიების აკრძალვის ინიციატივას აკრიტიკებს - ხელისუფლება ოპოზიციურ ძალას დესტრუქციულ მოქმედებებში ადანაშაულებს - Palitra News

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიების აკრძალვის ინიციატივას აკრიტიკებს - ხელისუფლება ოპოზიციურ ძალას დესტრუქციულ მოქმედებებში ადანაშაულებს

2026-09-15 20:53:45+04:00

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიების აკრძალვის შესახებ ხელისუფლების პოზიციას აკრიტიკებს. გიორგი გახარიას გუნდის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ოპოზიციური ძალის არსებობა ვერ აიტანა. პარტიაში ამ გადაწყვეტილებას ასევე სამაჩაბლოში მიმდინარე ანექსიურ პროცესებზე მათი აქტიური პოზიციით ხსნიან. ხელისუფლება კი „გახარია საქართველოსთვის“ კონსტიტუციური წყობილების არ-აღიარებასა და დესტრუქციულ მოქმედებებში სდებს ბრალს.