შოთა მათითაშვილი - არ მინდა რადიკალური ვიყო და ავტორები დავადანაშაულო, რომ შეგნებულად აკეთებენ, მაგრამ რაც წავიკითხე, სახელმძღვანელოებში გვაქვს უხეში შეცდომები, აშკარა ტყუილებიც და ისტორიის გაყალბების შემთხვევებიც - Palitra News

შოთა მათითაშვილი - არ მინდა რადიკალური ვიყო და ავტორები დავადანაშაულო, რომ შეგნებულად აკეთებენ, მაგრამ რაც წავიკითხე, სახელმძღვანელოებში გვაქვს უხეში შეცდომები, აშკარა ტყუილებიც და ისტორიის გაყალბების შემთხვევებიც

2026-09-15 22:24:30+04:00

რაც მე წავიკითხე, გვაქვს აშკარა, უხეში შეცდომები. გვაქვს აშკარა ტყუილებიც და ისტორიის გაყალბების შემთხვევებიც , - ამის შესახებ ისტორიკოსმა შოთა მათითაშვილმა ისტორიის ახალ სახელმძღვანელოებზე საუბრისას განაცხადა.

შოთა მათითაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში ხშირ შემთხვევაში, საერთოდ აზრის გამოტანაც კი ჭირს.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ რაც წავიკითხე - ძველი საქართველო, ფეოდალური ეპოქა - კვალიფიციურად ნამდვილად ვერ შეფასდებიან ეს მკვლევრები იმიტომ, რომ გვაქვს უბრალოდ აშკარა, უხეში შეცდომები. უნდა ითქვას, რომ გვაქვს აშკარა ტყუილებიც და ისტორიის გაყალბების შემთხვევებიც. არ მინდა, რომ ძალიან რადიკალური ვიყო და ავტორები დავადანაშაულო, რომ შეგნებულად აკეთებენ ამას. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ფაქტია, რომ დაუშვეს უხეში შეცდომები, გვაქვს ძალიან სერიოზული შეცდომები. ხშირ შემთხვევაში, საერთოდ აზრის გამოტანა ჭირს ხოლმე ზოგიერთი ნაწილებიდან “, - განაცხადა შოთა მათითაშვილმა.

შოთა მათითაშვილის განცხადებით, ისტორიის ახალმა სახელმძღვანელომ ყველანი რეკორდი მოხსნა არაეფექტურობის, დილეტანტიზმის, არაკომპეტენტურობის თვალსაზრისით.

„ჩემი აზრით, ეს სახელმძღვანელო არის სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაგალითი. საქართველოში ევროპული ტიპის სახელმძღვანელოები ჯერ კიდევ მე-18 საუკუნე საუკუნის შუა ხანებიდან იწერება, ანტონ პირველის დროიდან და ამ თითქმის სამასი წლის განმავლობაში ამ სახელმძღვანელომ ყველანაირი რეკორდი მოხსნა არაეფექტურობის, დილეტანტიზმის, არაკომპეტენტურობის“, - განაცხადა შოთა მათითაშვილმა.