სახელისუფლებო სტრუქტურებში საკადრო ცვლილებების ახალი ტალღა იწყება - სუს-ის უფროსის პოსტზე გელა გელაძეს თამაზ ბორაშვილი შეცვლის - Palitra News

სახელისუფლებო სტრუქტურებში საკადრო ცვლილებების ახალი ტალღა იწყება - სუს-ის უფროსის პოსტზე გელა გელაძეს თამაზ ბორაშვილი შეცვლის

2026-09-16 09:38:28+04:00

სახელისუფლებო სტრუქტურებში საკადრო ცვლილებების ახალი ტალღა იწყება - სუს-ის უფროსის პოსტზე გელა გელაძეს თამაზ ბორაშვილი შეცვლის. საბოლოო გადაწყვეტილებები კი, პარლამენტში სავარაუდოდ, დღეს გაფორმდება. ოპოზიცია ამ ცვლილებებს მმართველ გუნდში არსებულ შიდა დაპირისპირებასა და კრიზისს უკავშირებს. მათივე შეფასებით, ხელისუფლების სისტემაში არასტაბილურობა შეინიშნება - ამის ერთ-ერთ არგუმენტად კი სუს-ის ხელმძღვანელების ხშირ ცვლილებას ასახელებენ. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელი უკვე 4-ჯერ შეეცვალა.