სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 14:00 საათზე დაიწყება. პროცესზე მხარეები რეპლიკის უფლებით ისარგებლებენ. საბოლოო სიტყვის შემდეგ ლილუაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება. ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ედება ბრალად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში კანონით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.