ევროპარლამენტში საშემოდგომო სესია დღეს იხსნება - იქნება თუ არა საქართველოზე მსჯელობა - Palitra News

ევროპარლამენტში საშემოდგომო სესია დღეს იხსნება - იქნება თუ არა საქართველოზე მსჯელობა

2026-09-16 09:39:58+04:00

ევროპარლამენტში საშემოდგომო სესია დღეს იხსნება - გაფართოების საკითხზე ევროპარლამენტარებს ანგარიშს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი წარუდგენს. ჯერჯერობით უცნობია, შეეხება თუ არა მისი გამოსვლა საქართველოს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გაფართოების პროცესში საქართველოს პროგრესის პერსპექტივას სკეპტიკურად აფასებენ. მათივე განცხადებით, ქვეყანაში კრიტიკული აზრის მქონე პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების მიმართ ზეწოლა და სამართლებრივი დევნა კვლავ აქტიურად გრძელდება. ოპოზიციის შეფასებით, ასეთ ვითარებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე წინსვლა შეუძლებელი ხდება.