ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის მომზადებულ სიაში „გახარია საქართველოსთვის“ აღმოჩნდა. პარტიაში გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ. მათი განცხადებით, ხელისუფლების ყურადღება მას შემდეგ გამახვილდა მათზე, რაც პარტიამ სამაჩაბლოში მიმდინარე ანექსიურ პროცესებზე აქტიურად დაიწყო საუბარი. ხელისუფლება კი პარტიის წევრებს კონსტიტუციური წყობილების არაღიარებასა და დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. სხვა ოპოზიციური პარტიების შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიზანი პოლიტიკური სივრციდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტორების ჩამოშორებაა.