ელენე ხოშტარიას დაკავებიდან ერთი წელი გავიდა - მისი გათავისუფლების მოთხოვნით გუშინ აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა და ბანერი „მშრალ ხიდზეც“ გადმოიფინა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხოშტარიასთან ერთად საქართველოში სხვა პოლიტიკური პატიმრებიც არსებობენ.
ხოშტარიას გათავისუფლება მოითხოვა ევროპულმა პოლიტიკურმა პარტიამ ALDE-მაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ უნდა დასრულდეს ხოშტარიასა და სხვა პოლიტიკური ფიგურების, ასევე პოლიტპატიმრების უკანონო პატიმრობა. პარტიაში ასევე აცხადებენ, რომ ხოშტარიასა და იმ ქართველების გვერდით დგანან, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.