უკრაინული მედია - რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, რის შედეგად, საწყობის შენობას ხანძარი გაუჩნდა - Palitra News

უკრაინული მედია - რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, რის შედეგად, საწყობის შენობას ხანძარი გაუჩნდა

2026-09-16 10:15:40+04:00

რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, რის შედეგად, საწყობის შენობას ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქის სვიატოშინსკის რაიონში მდებარე საწყობს დაარტყეს.

მისი თქმით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

რუსების იერიშამდე უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.