თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე სუს-ის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ თამაზ ბორაშვილს უსმენენ - სხდომა დაიხურა - Palitra News

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე სუს-ის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ თამაზ ბორაშვილს უსმენენ - სხდომა დაიხურა

2026-09-16 11:09:15+04:00

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი, სადაც მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ თამაზ ბორაშვილს უსმენენ, დაიხურა.

კომიტეტი მას შემდეგ დაიხურა, რაც სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა და სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდა.

დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა გაიმართება.

კანონის თანახმად, პარლამენტი სუს-ის უფროსს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.