ამ წუთებში ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტის წინაშე ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. მოხსენებაში ევროკავშირის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებსა და გაფართოების პოლიტიკაზეა საუბარი.
ამ საკითხს საქართველოში პოლიტიკური გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირის გაფართოების შემდეგი ეტაპისთვის, რომელიც, მათივე შეფასებით, შესაძლოა 2030 წელს მოხდეს, საქართველო გაწევრიანებისთვის მზად არ იქნება, რაც, მათივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია.