პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა - რამ გამოიწვია საკადრო ცვლილებები - Palitra News

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა - რამ გამოიწვია საკადრო ცვლილებები

2026-09-16 12:49:18+04:00

პარლამენტში სუს-ის უფროსს, თამაზ ბორაშვილს სავარაუდოდ დღესვე დაამტკიცებენ. მას უკვე მოუსმინეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე, ახლა კი პროცესი გადაინაცვლებს პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები მას ნდობას გამოუცხადებენ.

ოპოზიცია ამ ცვლილებას მმართველ გუნდში არსებულ შიდა დაპირისპირებასა და კრიზისს უკავშირებს. „ქართულ ოცნებაში“ კი იმედს გამოთქვამენ, რომ თამაზ ბორაშვილი ახალ თანამდებობაზე მუშობას ღირსეულად წარუძღვება.