ლოს-ანჯელესში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. CNN-ის ინფორმაციით, ვერტმფრენი ლოს-ანჯელესის ცენტრიდან დაახლოებით 25 მილის დაშორებით, ჩატსვორთში ჩამოვარდა. ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ვერტმფრენში. როგორც CNN-ი წერს, ვერტმფრენი ერთ-ერთ მედიასაშუალებას ეკუთვნოდა. შვეულმფრენი ავტომობილებისა და სატვირთო კონტეინერების მახლობლად ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.