პარლამენტის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები ისევ ერთ უწყებად გაერთიანდა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კი გაუქმდა - Palitra News

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები ისევ ერთ უწყებად გაერთიანდა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კი გაუქმდა

2026-09-16 14:53:18+04:00

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების ერთ უწყებად გაერთიანების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე პარლამენტმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ორი უწყების გაერთიანების გარდა, გაუქმდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.

პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილი პროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს და მესამე მოსმენით 83-ხმით (1 - წინააღმდეგი) დაამტკიცეს.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, მთავრობის ადმინისტრაციას სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაციის და ხელშეწყობის ფუნქცია გადაეცა.