პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა - რით ხსნიან ცვლილებებს პოლიტიკურ სივრცეში - Palitra News

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა - რით ხსნიან ცვლილებებს პოლიტიკურ სივრცეში

2026-09-16 15:49:57+04:00

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა. მას 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი. კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსი უკვე მეოთხედ შეიცვალა. განახლება თუ პოლიტიკური რესურსის ამოწურვა? რით ხსნიან ცვლილებებს პოლიტიკურ სივრცეში?