ასაკრძალი პარტიების სიის გაფართოება და გახარია საქართველოსთვის გუნდის დამატება - ოპოზიციისთვის იმის მანიშნებელია, რომ ქართული ოცნება დროს ხელოვნურად აჭიანურებს და აქვს შიში, რომ პარტიების აკრძალვამ შესაძლოა აშშ-თან ურთიერთობების დალაგებაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს. ოპონენტები ამბობენ, რომ ამერიკული მხარისთვის საქართველოში პოლიტიკური პარტიების გაუქმება წითელი ხაზი იქნება. ქართული ოცნება ვადის გახანგრძლივებაზე არაფერს ამბობს და სიის გაფართოებას გახარიას გუნდის დესტრუქციული ქმედებებით ხსნის.