საუდის არაბეთმა მექას მახლობლად „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდო - Palitra News

საუდის არაბეთმა მექას მახლობლად „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდო

2026-09-16 15:59:20+04:00

საუდის არაბეთმა მექას მახლობლად „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდო. იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიციის წარმომადგენლის, პოლკოვნიკი ტურკი ალ-მალქის ცნობით, თავდაცვის ძალებმა დრონი იქამდე ჩამოაგდეს, ვიდრე წმინდა ქალაქის აკრძალულ საჰაერო სივრცეში შევიდოდა. ალ-მალქიმ აღნიშნა, რომ მექას უსაფრთხოება „წითელ ხაზს“ წარმოადგენს. „ჰუსიტების“ განცხადებით, საუდის არაბეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მექაზე თავდასხმის მცდელობა არ ყოფილა.