ირანული მედიის თანახმად, ქვეყნის საჰაერო ძალებმა კუნძულ ქეშმთან ამერიკული MQ-9 დრონი ჩამოაგდეს - Palitra News

ირანული მედიის თანახმად, ქვეყნის საჰაერო ძალებმა კუნძულ ქეშმთან ამერიკული MQ-9 დრონი ჩამოაგდეს

2026-09-16 16:00:40+04:00

ირანული მედიის თანახმად, ქვეყნის საჰაერო ძალებმა კუნძულ ქეშმთან ამერიკული MQ-9 დრონი ჩამოაგდეს. ირანული მედია წერს, რომ ეს არის რიგით 52-ე მსგავსი ტიპის დრონი, რომლის განადგურება ქვეყნის არმიამ შეძლო. ირანული მედიის მიხედვით, ეს განხორციელდა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო-კოსმოსური ძალების მიერ მართული, თანამედროვე და დახვეწილი საჰაერო თავდაცვის სისტემის ცეცხლით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ერთიანი ქსელის სრული კონტროლის ქვეშ.