სუს-ის უფროსი წელიწადნახევარში მეოთხედ შეიცვალა - პარლამენტმა პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა - Palitra News

სუს-ის უფროსი წელიწადნახევარში მეოთხედ შეიცვალა - პარლამენტმა პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა

2026-09-16 21:08:01+04:00

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი 6 წლიანი ვადით დაამტკიცა. ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსი მეოთხედ შეიცვალა. მიუხედავად, უფლებამოსილების 6 წლიანი ვადისა, ბორაშვილის წინამორბედებმა ამ პოსტზე, სულ რამდენიმე თვე დაჰყვეს. სხვა რამდენიმე აქცენტთან ერთად, უწყებაში მინისტრების ხშირი ცვლილებება ერთ-ერთია, რაზეც ხელისუფლების ოპონენტები ამახვილებენ ყურადღებას და რაც, კრიტიკის ობიექტი ხდება.