ევროკომისიის პრეზიდენტს ყოველწლიურ მიმართვაში საქართველო არ უხსნებია - ოპოზიციას პოზიტიური მოლოდინი არ აქვს - Palitra News

ევროკომისიის პრეზიდენტს ყოველწლიურ მიმართვაში საქართველო არ უხსნებია - ოპოზიციას პოზიტიური მოლოდინი არ აქვს

2026-09-16 21:10:39+04:00

ევროკავშირის გაფართოებისა და შუა დერეფნის როლი ის მთავარი თემებია, რომლებზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას განიხილა. არც გაფართოების და არც საერთაშორისო დაკავშირებადობის ახალი პროექტის ფარგლებში ევროპელ ლიდერს საქართველო არ უხსნებია. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, მალე წარადგენენ ე. წ. „საგზაო რუკებს“ იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწიეს. იქნება თუ არა საქართველო მათ რიგებში ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.