„ნამახვანჰესის“ წაგებული დავა: საქართველოს Enka-სთვის $400 მლნ-ზე მეტის გადახდა დაეკისრა - Palitra News

„ნამახვანჰესის“ წაგებული დავა: საქართველოს Enka-სთვის $400 მლნ-ზე მეტის გადახდა დაეკისრა

2026-09-16 21:11:52+04:00

ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ, „ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა. სასამართლო დადგენილება უკავშირდება საქართველოს მხრიდან არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსასრულებლად სასამართლო გარჩევის შეჩერების მცდელობას, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ ჰიდროელექტროსადგურ „ნამახვანჰესის” 800 მლნ დოლარის პროექტის დახურვას მოჰყვა. კომპანიამ არბიტრაჟს სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო მიმართა, რაც საინვესტიციო შეთანხმების მოშლას უკავშირდებოდა.