საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 76 ხმით მხარი დაუჭირა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუკი აღნიშნული დამსაქმებლები უზრუნველყოფენ საპენსიო შენატანებისა და საურავების სრულად განხორციელებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა. მცირდება ჯარიმის ოდენობა: პირველ და განმეორებით შემთხვევებში, 500 და 1000 ლარის ნაცვლად, ჯარიმის ოდენობა 300 ლარი იქნება. იქმნება საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახური და განისაზღვრება მის მიერ საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი.