„ქართული ოცნება“ განმარტავს, რომ შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე მხარდაჭერა ტექნიკური შეცდომა იყო - Palitra News

„ქართული ოცნება“ განმარტავს, რომ შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე მხარდაჭერა ტექნიკური შეცდომა იყო

2026-09-16 21:13:57+04:00

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ფრაქცია “საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივას,რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენას ითვალისწინებდა, მხარს არ უჭერენ, კენჭისყრის დროს ტექნიკური შეცდომა მოხდა რის გამოც საკანონმდებლო ინიციატივის სასარგებლოდ “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ 16- დეპუტატის ხმა დაფიქსირდა. მათ შორის არიან ირაკლი კირცხალია, გურამ მაჭარაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ეკა სეფაშვილი, ალუდა ღუდუშაური და თეა წულუკიანი. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის მიერ შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს.