ერიშები კიევსა და რუსეთის რეგიონებზე - ვაშინგტონის გამოცხადებული ზავის ფონზე საბრძოლო მოქმედებები არ წყდება - Palitra News

ერიშები კიევსა და რუსეთის რეგიონებზე - ვაშინგტონის გამოცხადებული ზავის ფონზე საბრძოლო მოქმედებები არ წყდება

2026-09-16 21:18:46+04:00

რუსეთ-უკრაინის ომში, ვაშინგტონის მიერ გამოცხადებული ენერგეტიკული ზავის მიუხედავად, დარტყმები კვლავ გრძელდება. რუსეთმა კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებს შეუტია, უკრაინამ კი საპასუხოდ სამარისა და როსტოვის ოლქებში რუსულ ობიექტებზე იერიში მიიტანა. ამავდროულად კი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, მაშინ ეს ძალიან ხანმოკლე ომი იქნება. სერგეი ლავროვის შეფასებით, რუსეთთან ომისთვის მომზადების აუცილებლობის შესახებ განცხადებები ევროკავშირის ხელმძღვანელობისგან ისმის.