აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკა არც ისრაელის და არც NATO-ს ინტერესებს სრულად არ უნდა დაექვემდებაროს. მისი თქმით, ისრაელი მნიშვნელოვანი პარტნიორია, თუმცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის ბენიამინ ნეთანიაჰუსთან უთანხმოების შემთხვევაშიც დამოუკიდებლად იმოქმედოს. ვენსის განცხადებით, ირანთან ომი უახლოეს თვეებში ახალ ეტაპზე გადავა, ხოლო ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია უკვე ომამდელი მოცულობის ნახევარზე მეტია.