რუსეთის როსტოვისა და იაროსლავლის ოლქებში დრონებით იერიშები განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დრონებით დარტყმები ქალაქ დონის როსტოვში მდებარე სამხედრო აეროდრომსა და ქალაქ იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.
„ტელეგრამ“ არხების ცნობით, დონის როსტოვში სამხედრო აეროდრომზე ხანძარი თვითმფრინავების სადგომზე გაჩნდა.
ასევე, დრონებით იერიშის შედეგად, ხანძარი გაჩნდა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის „სლავნეფტ-იანოსის“ ტერიტორიაზე.