სუსის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს საპატიმროში 13 წლის გატარება მოუწევს - რას ამბობენ ხელისუფლების ოპონენტები - Palitra News

სუსის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს საპატიმროში 13 წლის გატარება მოუწევს - რას ამბობენ ხელისუფლების ოპონენტები

2026-09-17 09:47:37+04:00

სუსის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს საპატიმროში 13 წლის გატარება მოუწევს. კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო. ლილუაშვილი დამნაშავედ ცნეს ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების საგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე. საკითხს აქტიურად განიხილავენ პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტებს გადაწყვეტილება არ უკვირთ და მმართველ პარტიაში არსებულ კორუფციაზე საუბრობენ.