სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თამაზ ბორაშვილი პარლამენტმა 83 ხმით , 6 წლიანი ვადით დაამტკიცა.პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუსის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი უკვე წარუდგინა. ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსი მეოთხედ შეიცვალა. მიუხედავად, უფლებამოსილების 6 წლიანი ვადისა, ბორაშვილის წინამორბედებმა ამ პოსტზე, სულ რამდენიმე თვე დაჰყვეს. აღნიშნული ფაქტი მმართველი გუნდისთვისაც უსიამოვნო აღმოჩნდა, თუმცა ქართულ ოცნებაში თამაზ ბორაშვილზე დიდ იმედებს ამყარებენ და ამბობენ, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ღირსეულად წარუძღვება. მოულოდნელი საკადრო ცვლილებები კი კითხვებს უჩენს ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები ქართულ ოცნებაში არსებულ შიდა კრიზისზე საუბრობენ.