ირმა ინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს „პატრიოტთა ალიანსთან ერთობას სთავაზობს. პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს პოლიტიკურ ველზე ძალიან სერიოზულ სიახლეს შემოიტანს. მისი თქმით, ტრადიციონალისტთა ველი პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე ირაკლი კობახიძის. ინაშვილის განცხადებით, თვითონ ის ფაქტი, რომ ღარიბაშვილის სახლიდან დიდი რაოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს, კითხვებს აჩენს, რადგან თანამედროვე ეპოქაში, როცა ციფრული ფული არსებობს, დიდი რაოდენობით ნაღდი ფული სახლში არავის აქვს.