ევროკავშირის გაფართოება საქართველოს გარეშე - რაზე ისაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტმა - Palitra News

ევროკავშირის გაფართოება საქართველოს გარეშე - რაზე ისაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტმა

2026-09-17 09:49:58+04:00

ევროკავშირის გაფართოება საქართველოს გარეშე- სწორედ ევროკავშირის გაფართოებისა და შუა დერეფნის როლი იყო ის მთავარი თემები, რომლებზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას განიხილა. არც გაფართოების და არც საერთაშორისო დაკავშირებადობის ახალი პროექტის ფარგლებში ევროპელ ლიდერს საქართველო არ უხსნებია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის ეს იმის ნიშანია, რომ სანამ ქართული ოცნება ხელისუფლებას წარმოადგენს საქართველო ევროპული ინტეგრაციის კუთხით წინ ვერ წავა. მათი შეფასებით მმართველი გუნდის პოლიტიკის დამსახურებაა ის, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საუბრისას ყურადღების მიღმა რჩება.