რუსეთის იერიშებს უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა - Palitra News

რუსეთის იერიშებს უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა

2026-09-17 09:50:46+04:00

რუსეთის იერიშებს უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. ბოლო ღამით რუსულმა ძალებმა კიევზე, ოდესასა და ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს - დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული დრონით მიკროავტობუსის დაბომბვას კი ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის ლოგისტიკისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ დაზიანებას.