საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ პორტუგალიის, ესპანეთის, თურქეთის, სამხრეთ აფრიკისა და ლატვიის შესაბამის უწყებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა - Palitra News

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ პორტუგალიის, ესპანეთის, თურქეთის, სამხრეთ აფრიკისა და ლატვიის შესაბამის უწყებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

2026-09-17 10:03:22+04:00

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 16 სექტემბერს, თბილისში მიმდინარე მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ პორტუგალიის, ესპანეთის, თურქეთის, სამხრეთ აფრიკისა და ლატვიის შესაბამის უწყებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

„მემორანდუმი მიზნად ისახავს უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას - მომხმარებელთა საჭიროებების ადრეულ გამოვლენის, ინფორმაციის გაცვლასა და მათზე კოორდინირებული რეაგირების შესაძლებლობების განვითარებისათვის.

ICPEN-ის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და პორტუგალიის მომხმარებელთა დაცვის, ვაჭრობისა და მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე და პორტუგალიის მომხმარებელთა დაცვის, ვაჭრობისა და მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ხორხე სეგურო სანჩესმა.

ICPEN-ის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და ესპანეთის მომხმარებელთა საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და ესპანეთის მომხმარებელთა საკითხების მინისტრმა, პაბლო ბუსტინდუი ამადორიმ.

ICPEN-ის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს მომხმარებელთა დაცვისა და ბაზრის ზედამხედველობის ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს მომხმარებელთა დაცვისა და ბაზრის ზედამხედველობის გენერალურმა დირექტორმა, ავნი დილბერიმ.

ICPEN-ის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და სამხრეთ აფრიკის მომხმარებელთა ეროვნულ კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და სამხრეთ აფრიკის მომხმარებელთა ეროვნული კომისიის კომისრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰარდინ რატშისუსუმ.

ICPEN-ის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და ლატვიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და ლატვიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ცენტრის დირექტორმა ზაიგა ლიეპინამ.

ICPEN-ის კონფერენციის ფარგლებში, მემორანდუმების გაფორმების პარალელურად, მხარეებმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების გზებზე, არსებულ გამოწვევებზე, მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებასა და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს. შეხვედრებისას ასევე განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2026–2027 წლებში ICPEN-ის პრეზიდენტი უწყებაა. თბილისში გამართული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის მთავარი გზავნილია „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“. 15-17 სექტემბრის ოფიციალურ ღონისძიებაში 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი მონაწილეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.