დაცვის მხარე სუსის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილისთვის 13 წლიანი პატიმრობის გადაეყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების საგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე. ხელისუფლების ოპონენტებს გადაწყვეტილება არ უკვირთ და მმართველ პარტიაში არსებულ კორუფციაზე საუბრობენ. აპირებს თუ არა დაცვის მხარე საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხის დაყენებას?