რომელი პარტიების აკრძალვას აპირებს "ქართული ოცნება" - Palitra News

რომელი პარტიების აკრძალვას აპირებს "ქართული ოცნება"

2026-09-17 12:59:21+04:00

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირას ახალ სარჩელს წარადგენს, რომელსაც ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაც დაემატება. გახარია საქართველოსთვის წევრები უკან დახევას არ აპირებენ და ამბობ რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ. ასაკრძალი პარტიების სიის გაფართოება ოპოზიციისთვის იმის მანიშნებელია, რომ ქართული ოცნება დროს ხელოვნურად აჭიანურებს. მმართველ გუნდში კი სიის გაფართოებას გახარიას პარტიის დესტრუქციული ქმედებებით ხსნიან.