საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ენერგეტიკის სფეროში არსებული შედეგების შენარჩუნებაზე, ენერგეტიკის სისტემისა და მისი უსაფრთხოების განვითარებაზე მუშაობს. ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საფუძველი ჩაეყარა ახალ ხედვას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში განვითარდება.