გივი მიქანაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გახსნა - Palitra News

გივი მიქანაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გახსნა

2026-09-17 13:02:01+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გახსნა, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. გივი მიქანაძესა და ზურაბ პატარაძეს ფესტივალზე წარმოდგენილი საგამოფენო სივრცე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ დაათვალიერებინა. ფესტივალის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა - ინტერაქციული ექსპერიმენტები, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პრეზენტაციები, მეცნიერებთან თემატური შეხვედრები გაიმართა. 2026 წლის ფესტივალის მთავარი გზავნილია “მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“.