დაცული ტერიტორიების სააგენტოში კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების კვლევითი ინსტიტუტის (KNPRC) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. დელეგაციის წევრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა ერთობლივი სემინარი თემაზე „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილებაზე რეაგირება“. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში კორეის მხარემ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყაზბეგის ეროვნულ პარკში დასამონტაჟებლად ორი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური გადასცა.