დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირის მიერ კანადისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, შესაძლოა, ევროპასთან ვაჭრობა შეწყვიტოს - Palitra News

დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირის მიერ კანადისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, შესაძლოა, ევროპასთან ვაჭრობა შეწყვიტოს

2026-09-17 13:02:47+04:00

დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირის მიერ კანადისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, შესაძლოა, ევროპასთან ვაჭრობა შეწყვიტოს. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც კანადისთვის ევროკავშირის პირველი „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. ასევე, ტრამპის თქმით, ევროკავშირის მიერ კანადისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭება, შესაძლოა, „მტრული აქტი“ იყოს. 16 სექტემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა, რომ ევროკავშირი კანადასთან „ასოცირებული წევრობის“ საკითხზე იმუშავებს.