კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ყოფილი „კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის“ ლიდერებისთვის ჰააგის სასამართლოს განაჩენს საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტების ნაწილი ევროკავშირის მისიის, EULEX-ის შენობასთან მივიდა, პოლიციის კორდონი გაარღვია და შენობაში შეღწევას ცდილობდა. აქციის მონაწილეებმა შენობის მიმართულებით ქვები და პიროტექნიკა ისროლეს, რის შედეგადაც შენობის მცირე ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა. პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულები არ ყოფილან.კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ ქურთი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჰაშიმ ტაჩის მიმართ ომის დანაშაულებისთვის გამოტანილ განაჩენს „მიუღებელ უსამართლობას“ უწოდებს. მისი თქმით, მთავრობა ტაჩის სააპელაციო საჩივარს მხარს დაუჭერს.