ბოლო მონაცემებით, ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა.
საუბარია მიმდინარე წლის აგვისტოზე, როცა ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.2%-ით ნაკლებია. სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.3% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე 1 მლნ დოლარს აღემატებოდა. უფრო კონკრეტულად კი, ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც მიმდინარე წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: პირველ ადგილზეა აშშ - 64.14 მლნ დოლარით; მას მოსდევს იტალია - 55.22 მლნ დოლარით; შემდეგია
გერმანია - 31.31 მლნ დოლარი; ხუთეულში ბოლო პოზიციებს კი
საბერძნეთი და ისრაელი ინაწილებენ. ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 33 მილიონ დოლარზე მეტი გადაიგზავნა, რაც ასევე ნაკლებია გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით, 5.8%-ით.