აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო, - ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტს მხარი 262-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 159-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. ახლა კანონპროექტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს. ცნობისთვის, აშშ-ის სენატმა კანონპროექტს მხარი 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაუჭირა. კანონპროექტი, რომლის ავტორები გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი და სენატორი, რიჩარდ ბლუმენტალი არიან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ასევე, კანონპროექტი ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ვადის გახანგრძლივებასა და რუსი მაღალჩინოსნების, რუსული ბანკებისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.