მინისტრთა კაბინეტსა და სახელმწიფო უწყებებში საკადრო ცვლილებებია - Palitra News

მინისტრთა კაბინეტსა და სახელმწიფო უწყებებში საკადრო ცვლილებებია

2026-09-17 15:41:08+04:00

მინისტრთა კაბინეტსა და სახელმწიფო უწყებებში საკადრო ცვლილებებია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბოლო წლინახევრის განმავლობაში ხელმძღვანელი მეოთხედ დაინიშნა. გელა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გადასვლის შემდეგ უწყების უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცეს. ბოლო პერიოდში ხშირი ცვლილებები მმართველი გუნდისთვისაც უსიამოვნო აღმოჩნდა, თუმცა ქართულ ოცნებაში თამაზ ბორაშვილზე დიდ იმედებს ამყარებენ. ქართული ოცნების პოლიტიკური რესურსის ამოწურვაზე საუბრობს ოპოზიცია.