ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka-ს 350 მლნ დოლარი გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. სასამართლო დადგენილება უკავშირდება საქართველოს მხრიდან არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსასრულებლად სასამართლო გარჩევის შეჩერების მცდელობას, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ ჰიდროელექტროსადგურ „ნამახვანჰესის” 800 მლნ დოლარის პროექტის დახურვას მოჰყვა. “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების მაშინდელ კორუფციულ დანაშაულებს უკავშირდება, რისთვისაც კონკრეტული პირები სისხლის სამართლის წესით უნდა გასამართლდნენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი “ნამახვანჰესის” მშენებლობის შეჩერება გარე აგენტურის გავლენით მოხდა. ირაკლი კობახიძე ქვეყანაში ახლა უკვე სამი ჰესის აშენებას აანონსებს.