მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს - რა გახდა გადაწყვეტილების მირების მიზეზები - Palitra News

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს - რა გახდა გადაწყვეტილების მირების მიზეზები

2026-09-17 15:53:48+04:00

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება”. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ არ აპირებენ დააფინანსონ უცხოური ინტერვენციის მთავარი ინსტრუმენტი ენჯეო. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს დაარსებას წინ უძღოდა “უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და “გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიზანი დასავლური დონორები ორგანიზაციებისგან საგრანტო დაფინანსების შეზღუდვა იყო. მმართველმა გუნდმა ამის ალტერნატივად სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შექმნა და საგრანტო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო.