რუსეთის იერიშებს უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა - Palitra News

რუსეთის იერიშებს უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა

2026-09-17 15:54:30+04:00

რუსეთის იერიშებს უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.ბოლო ცნობებით, რუსეთის როსტოვისა და იაროსლავლის ოლქებში დრონებით იერიშები განხორციელდა. ამ ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა ამზადებს შეხვედრებს აშშ-ში პარტნიორებთან. დონალდ ტრამპის განცხადებით კი, აშშ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მიზნით ყველაფერს აკეთებს. ასევე, ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტს მხარი 262-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 159-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. ახლა კანონპროექტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს. კანონპროექტი, აშშ-ის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.