გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა საუდის არაბეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე „ჰუსიტების“ თავდასხმები და ბაბ-ელ-მანდების სრუტეში ნავიგაციისთვის შექმნილი დაბრკოლებები დაგმო. მისი თქმით, მხოლოდ სამხედრო მოქმედებები კრიზისს ვერ მოაგვარებს. შესაბამისად, გუტერეში მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. საერთაშორისო მედიის კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა „ჰუსიტებთან“ ფარული, არაფორმალური მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან შეთანხმების მისაღწევად, გუტერეშმა განაცხადა, რომ გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლები ამ მიმართულებით აქტიურ და ფართომასშტაბიან ძალისხმევას ახორციელებენ.