რჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ შვედეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
კერძოდ, შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, მან პარლამენტის სპიკერისგან გადადგომა მოითხოვა.
“ახლა [პარლამენტის] სპიკერი გადადგამს ახალი მთავრობის ფორმირებისკენ ნაბიჯებს…
არჩევნების შედეგებმა შესაძლოა რთული პირობები შექმნა შემდეგი მთავრობის ფორმირებისთვის, ვინაიდან, არჩევნების დღემდე პარტიების განსხვავებული განცხადებები შესაძლოა შეფერხებებს წარმოადგენდეს მთავრობის ყველა შესაძლო ფორმაციებისა და კოალიციებისთვის”, - განაცხადა კრისტერსონმა.
ცნობისთვის, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ 50,359 ხმის სხვაობით მოიგო.
კრისტერსონის თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრის პოვნა, რომელსაც პარლამენტი დაუჭერს მხარს, კონსტრუქციულ გახსნილობას მოითხოვს პარლამენტში მოხვედრილი პარტიებისგან.
“იმისთვის, რომ ეს საქმიანობა დაუყოვნებლივ დაიწყოს, მოვითხოვ პრემიერ-მინისტრის მოვალეობისგან გათავისუფლებას,” - განაცხადა კრისტერსონმა.