გრიგოლ ლილუაშვილისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შემდეგ, დღის წესრიგში მისი შესაძლო პოლიტიკური განცხადებების საკითხიც დგება. მმართველ გუნდში ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად, ამას ლილუაშვილისგან არ გამორიცხავენ, თუმცა ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პატიმარს აქვს უფლება, რომ განცხადებები გაავრცელოს, თუმცა აქვე ამატებს, რომ „ქართული ოცნების“ საქმიანობას ეს ვერ გადაფარავს. ლილუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთით დასაჯა.